logo
ENG



სამართლიანობა ქართველი კათოლიკეებისთვის - დროება

18 ივნ 202320:51
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო არა დომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის ნელ-ნელა არაკომფორტულ ქვეყნად იქცა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ირგვლივ შექმნილი პრობლემების უმრავლესობა ხელოვნურადაა გამოწვეული და მათ გადაჭრას მხოლოდ ნება სჭირდება, როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს მხრიდან. ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რომელიც მათ უკვე ათწლეულებია აწუხებთ, რესტიტუციის საკითხია. ეს განსაკუთრებით ეხება კათოლიკე ეკლესიას, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მუსლიმ თემს და იუდეურ თემს. ეს 5 რელიგიური გაერთიანება ვერ იბრუნებს თავის კუთვნილ, ისტორიულ ქონებას. საკითხი არ არის მხოლოდ საკუთრების და ქონებრივი წინაღობა, ეს ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის სერიოზული დაბრკოლებაა. 


close დახურვა