logo
ENG



სამართლიან არჩევნებს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

30 ივნ 202013:46
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციას "სამართლიან არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ელენე ნიჟარაძემ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მიხეილ ბენიძე ჩაანაცვლა. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ხსენებულ თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია.

მიხეილ ბენიძე სამართლიან არჩევნებში კონსულტანტის პოზიციაზე რჩება და ორგანიზაციას ძირითადად სოციალური მედიის მონიტორინგის მიმართულებით დაეხმარება. ახალი დირექტორის თქმით,  ორგანიზაციის მთავარ მიმართულებად კვლავ   სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება, თვითმართველობის ორგანოების გაძლიერება და  სოციალური ქსელების მონიტორიგნი რჩება.


close დახურვა