logo
ENG



სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

29 თებ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 
xwbnwpyc7rlqbc7.jpg

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

დაკავებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული, „მეტადონის“ შემცველი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა