სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად საქართველოში „მადლიერების ტაში" გაიმართა.
ზუსტად 21:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანები საკუთარი სახლებიდან აივანზე გამოვიდნენ და სამედიცინო პერსონალი ერთგვარი პერფორმანსით, ტაშის დაკვრით გაამხნევეს.
ამ გზით საქართველოს მოქალაქეებმა იმ ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის დაუღალავად შრომობენ მადლობა გადაუხადეს. მსგავს ფორმას ექიმების მხარდასაჭერად ევროპის სხვა ქვეყნებმაც მიმართეს.