logo
ENG



სამინისტროს ცნობით, "აგენტების" ბაზაში რეგისტრაციის სურვილით 476-მა ორგანიზაციამ მიმართა

02 სექ 202419:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/7iyhkvva1lyeudj.jpg

იუსტიციის მინისიტრის მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის თქმით, რუსული კანონის ფარგლებში რეგისტრაციისთვის სამინისტროს 476-მა ორგანიზაციამ მიმართა. რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა.

ოფიციალური უწყებების ცნობით, საქართველოში დაახლოებით 30 000 ა(ა)იპ არის დარეგისტრირებული.

"ამ დროისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი განცხადებით მომართული აქვს 476 მსურველს, რომ დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა განმცხადებელთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ რეესტრში რეგისტრაციისათვის. უნდა ითქვას ისიც, რომ აუცილებლად ყველა მონაცემი გადამოწმდება კანონის ყველა მოთხოვნათა სრული დაცვით"- თქვა ტყეშელაშვილმა.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დასძლია. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.


close დახურვა