logo
ENG



სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ინფლაცია - რას ასახელებენ ეროვნული დონის საკითხებად NDI-ს კვლევაში

12 აგვ 202112:54
3 წუთის საკითხავი
 
სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ინფლაცია - რას ასახელებენ ეროვნული დონის საკითხებად NDI-ს კვლევაში

NDI-ს კვლევის თანახმად, მოქალაქეევი ეროვნული დონის სამ მთავარ საკითხად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ინფლაციას ასახელებს. ამას მოსდევს ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები და განათლება.

 

კვლევის მიხედვით, მოქალაქეები მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას, ინფლაციასა და სიღარიბეს ასახელებენ.

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.


close დახურვა