NDI-ს კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე ამბობს, რომ უმუშევარია. კვლევაში 40% ამბობს, რომ დასაქმებულია, 20% - კი დაუსაქმებელი. რაც შეეხება დანარჩენ 40%, აქ გამოკითხულებმა აირჩიეს პასუხად "სხვა", რაც მოიცავს: პენსიონერს, დიასახლისი, სტუდენტს, რომლებიც არ მუშაობენ და შშმ პირები, რომელთაც არ შეუძლიათ მუშაობა.
ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით არაა. სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.
NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.