სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა კიევში ჩავიდა. ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და ასევე რამაფოსას ჩასვლის ვიდეოს ავრცელებს.
პრეზიდენტ რამაფოსას ნემეშაევოს რკინიგზის სადგურზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩი უკრაინაში და უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი აფრიკისა და ახლო აღმოსაცლეთში დახვდნენ. ის კიევში პოლონეთიდან ჩავიდა.
ადმინისტრაციის ცნობით, სირილ რამაფოსა უკრაინას ეწვია აფრიკის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს მიზნად.
სამხრეთ აფრიკის, ეგვიპტის, სენეგალის, უგანდის, ზამბიისა და კონგოს რესპუბლიკის ლიდერები სამშვიდობო მისიას ხელმძღვანელობენ. ისინი გეგმავენ შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
[ARRIVAL]: His Excellency President @CyrilRamaphosa has arrived at Nemishaeve Railway Station in Ukraine and is received by Ukraine's Special Envoy for Africa & the Middle East Ambassador Maksym Subhk and South African Ambassador to Ukraine Mr Andre Groenewald.… pic.twitter.com/Jk8V8n2v9O