logo
ENG



სანდუ: მოლდოვა რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად არ განიხილავს

20 მაი 202319:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/20/phl3qpyp6kfhep3.jpg

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად არ განიხილავს.

"თუ პატივს არ გცემენ, მაშინ ეს დანამდვილებით არ არის სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც რუსეთს ჩვენი ერის სურვილის საწინააღმდეგოდ 30 წელია ჩვენს ტერიტორიაზე ჯარი ჰყავს - ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ არის.

როდესაც კიდევ ერთხელ ხდება ჩვენი ექსპორტის ყველანაირი ბლოკადა, როდესაც გაზისთვის ძალიან მაღალ ფასს იხდი და ისინი [რუსები] მაინც ამცირებენ გაზის მოწოდებას 60%-ით ყველანაირი მიზეზის გარეშე - მაშინ რა სტრატეგიული პარტნიორობაა ეს?", - თქვა მოლდოვას პრეზიდენტმა.

სანდუს თქმით, მოლდოვა მზადაა, ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხს პატივს სცემენ. ამასთან, მოლდოვას პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ხალხს არ აფასებს.


close დახურვა