logo
ENG



სანდუ რუსული რაკეტის ნაწილებზე: რუსეთის სასტიკი ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე

15 იან 202300:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/15/20na7y39hz5q4go.jpeg

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოლდოვის ტერიტორიაზე რუსეთის რაკეტის ნაწილების ჩავარდნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მოლდოვაზეც ახდენს გავლენას.

სანდუმ დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინაზე გაძლიერებული თავდასხმები და დნიპროში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ იპოვა რაკეტის ნაწილები სოფელი ლარგას სიახლოვეს ჩრდილოეთ მოლდოვაში. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მხრიდან დღევანდელ გაძლიერებულ თავდასხმებს და ვდგავართ მათთან, ვინც დნიპროსა და უკრაინის გარშემო საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

მშვიდობა უნდა გაბატონდეს“ - წერს მაია სანდუ ტვიტერზე.

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად რაკეტის ნარჩენები მოლდოვის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა.

დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.

უახლესი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 60 - მათ შორის 12 ბავშვია. 


close დახურვა