logo

საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით ქუჩების კურთხევას იწყებს

17 მაი 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock 136
საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით ქუჩების კურთხევას იწყებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით ქუჩების კურთხევას იწყებს. 

2021 წლის 17 მაისს, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, საპატრიარქო დედაქალაქს დალოცავს. 

მსვლელობის მონაწილეები თბილისის ქუჩებს ჯიპებით და მიკროავტობუსებით შემოივლიან. 

მსვლელობის დაწყებამდე სასულიერო პირები სამების საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბნენ და წყალი აკურთხეს, რის შემდეგაც ხუთი მიმართულებით წავლენ. 

ისინი საბურთალოზე, დიღომში, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანსა და თემქაზე, ასევე ორთაჭალაში, ისანსა და სამგორში, მთაწმინდაზე, სოლოლაკში, ვაკეში, ვერაზე, დიდუბესა და ჩუღურეთში წავლენ. დალოცავენ სვანეთის უბანს, ლოტკინს, კუკიას, ივერთ უბანს. 

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე - 2013 წლის 17 მაისს ათობით სასულიერო პირმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

close დახურვა