logo
ENG



საპატრიარქო ასწავლის ქრისტიანობის საწინააღმდეგოს - ბასილ კობახიძე

14 აპრ 202000:00
3 წუთის საკითხავი
 
t8vxer04az3sikg.jpg

თეოლოგი ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო ქრისტიანობას არ იცავს და, უფრო მეტიც, მისი განცხადებით, ამის საპირისპიროს ასწავლის.

როგორც ბასილ კობახიძემ გადაცემაში „თითქმის ყოველდღე“ განაცხადა, საპატრიარქოში იერარქია მაფიოზური კლანივითაა განაწილებული და მათ ხელისუფლებაც ვერ უბედავს ვერაფერს.

„ჩვენი სამღვდელოება ასწავლის ქრისტიანობის საწინააღმდეგოს და სულ დააბეჩავა ეს ხელისუფლება. ესეც ხან მკაცრ კარანტინს გამოაცხადებს, ხან საგანგებოს - ქობულეთში ჯარიც კი ჩააყენეს. რა გამოდის, ვინ არიან ჩვენი ჯარისკაცები? რა აზრი აქვს მკაცრ კარანტინს, როცა ეკლესიები არ კრძალავენ შეკრებებს. ქობულეთში არის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი - არ კეტავს ეკლესიებს. ანუ რა გამოდის, არც ბიძა გვინდობს, არც ძმისშვილი. როგორ შეიძლება ასე, რა არის ეს, „სიმია გამბინო"? ასეთი ტრიუმფალისტური დამოკიდებულება არის შიზოფრენიის იქით", - განაცხადა ბასილ კობახიძემ.


close დახურვა