logo
ENG



საპატრიარქო აშორებს საქართველოს ევროპისგან და დასავლური ცივილიზაციისგან - ბერძენიშვილი

13 აპრ 202023:05
3 წუთის საკითხავი
 

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო აშორებს ქვეყანას დასავლეთისგან და ევროპული ცივილიზაციისგან.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, პოლიტიკოსების მხრიდან ენის მოჩლექის საუბარი სასულიერო პირებთან დანაშაულია.

„სანამ საპატრიარქო განსაზღვრავს საქართველოს დღევანდელობას, ის აშორებს ევროპისგან და დასავლეთისგან. სანამ ენის მოჩლექით ველაპარაკებით მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველანი ვართ დამნაშავეები. მინდა ვუთხრა ყველა პოლიტიკოსს - ვინც ახლა ხმას არ აიღებს, ის არის მხდალი და არაფრითაა გახარიაზე უკეთესი", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქო უარს ამბობს მრევლის გარეშე მსახურების ჩატარებაზე. არ იცვლება არც ერთი კოვზით ზიარების წესი. 


close დახურვა