მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება უკან მიაქვს. 7 წლის შემდეგ პოლიციური გამოსახლება აღდგება. ამასობაში ადვოკატების ინფორმაციით, თაღლითობის შედეგად ქვეყანაში ასეულობით მესაკუთრე დაზარალდა. 2015 წელს შეცვლილი კანონმდებლობით, ბინების მფლობელები არაკეთილსინდისიერ მდგმურს საკუთარი სახლიდან წლობით ვეღარ ასახლებდნენ. ახლა პროცესიდან სასამართლო ამოვარდება და საქმე პირდაპირ აღსრულებას გადაეცემა.
საპოლიციო გამოსახლება ურჩი მდგმურებისათვის
03 იან 202420:08
3 წუთის საკითხავი