logo
ENG



საპრემიერო სპექტაკლი - დროება

23 ივლ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

ვისაც რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის შიდა ქართლში სტუმრობა არ გახსოვთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ პრემიერს რაჭა-ლეჩხუმში სპექტაკლის პრემიერა ჰქონდა, სინამდვილეში მაღალმთიან რეგიონში გასტროლზე იმავე დადგმით ჩავიდა. საჯარო მოხელეები, ძირითადად ქალები, მადლობებით და უდიდესი კმაყოფილებით... მადლობის ძირითადი საფუძველი აქაც მშვიდობა იყო. ამ ფორმით გამოხატული მადლიერების ალბათ თავად ღარიბაშვილსაც არ სჯერა, მაგრამ პიარისთვის ხომ გამოდგება. ყველა ვიდეოში სტილი დაცულია, პრემიერი რომელიმე მუნიციპალიტეტის ცენტრში რეაბილიტირებულ ქუჩაზე მიაბიჯებს მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებული ქალები კი მის ნაბიჯებს ლოცავენ. სადაც ორი სკვერი და ერთი ქუჩა სახელმწიფო, ან ევროკავშირის ბიუჯეტით გაარემონტა თამამად მიდის, თუმცა ვერ მიდის იქ, სადაც ხალხი ლამის წყალმა წაიღო, თან წყალწაღებული ქუჩები პიარისთვის დიდი ვერაფერი ხეირია. ღარიბაშვილის მორიგი საპრემიერო სპექტაკლი დროების სიუჟეტში.


close დახურვა