"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მსგავსი სიმძიმის დანაშაულისთვის „შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ“.
"ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში, "ნაციონალური მოძრაობისთვის", მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, სამწუხაროდ, როდესაც არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ ისინი ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს, აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს", - თქვა სარჯველაძემ.
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.