logo
ENG



სასამართლომ ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ჩავლეიშვილთან მიახლოება აუკრძალა

26 იან 202113:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/26/k4uw8y6pdi99xeq.jpg

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა ალტერნატივას აქტივისტს, ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მას თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მისცა. ამასთან, ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს. 

ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფანგანს აეკრძალა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება მანამ, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი. 

წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს გაიმართება.

ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი 23 იანვარს დააყარა. ამ გზით მან ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა - ის ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატია, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. 


close დახურვა