თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს. პოლიციის ცნობით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ხმაურია. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.