საქართველოში ცხოველების წამება ისჯება, მაგრამ, როგორც აქტივისტები ამბობენ, მხოლოდ სანახაობისთვის. სასტიკი მოპყრობის გამო გადაყენებული ზურაბ ლატარია 2 წლის შემდეგ ისევ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორია.
ჩინოსანი, რომელსაც ცხოველები არ უყვარს და ევთანაზიას დაუფიქრებლად წყვეტს, - ასე ახასიათებენ პოსტზე დაბრუნებულ დირექტორს აქტივისტები, ვინც ლატარია ლეკვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ამხილა. რატომ დანიშნეს მოხსნილი მოხელე მეორედ - ამ კითხვაზე პასუხს უფლებადამცველები მერიისგან ელოდებიან.