საშუალოზე მძიმეა დაინფიცირებული სასულიერო პირისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.
საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 40 პაციენტი წევს, მათ შორის კოვიდ-19-ით 23-ია ინფიცირებული, მათგან 7 არასრულწლოვანია.
"სასულიერო პირის სა მისი ოჯახის წევრის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე თუმცა სტაბილური. 12 პაციენტს აქვს პნევმონია და აქედან 9 არის შედარების საყურადღებო", - განაცხადა ექიმმა ხატია ხატიაშვილმა.