ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ანტისხეულების ტესტები ამ ეტაპზე არცერთ საერთაშორისო გაიდლაინში არაა შეტანილი, თუმცა, მისივე განცხადებით, ბევრნაირი ტესტირების არსებობა სასურველია.
„ანტისხეულების ე.წ. სწრაფი ტესტები ჯერ-ჯერობით არცერთ გაიდლაინში არაა და მათი მონაცემები არაა სარწმუნო დიაგნოსტიკისთვის. ჩვენს ალგორითმშიც შეგიძლიათ ნახოთ, როდის უნდა გამოიყენოთ ეს ტესტები. ზოგადად, სასურველია, იყოს ყველა ტესტი - ყველაზე სარწმუნო ანტისხეულებზე არის ე.წ. ელაიზას მეთოდი, სეროლოგიური ანალიზი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.