logo
ENG



სატურნის რგოლები ქრება - Businessinsider

29 აპრ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 
07pqbxpwz15yyno.jpg

მზის სისტემაში რიგით მეექვსე პლანეტა, სატურნი მის გარშემო არსებულ რგოლებს კარგავს - გამოცემა Businessinsider წერს, რომ პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რგოლების შემადგენელი კოსმიური ქვები პლანეტაზე ცვივა და თანდათან სარტყელი ქრება.

ამ პროცესის შესახებ მეცნიერებმა 1980-იანი წლების შემდეგ იცოდნენ, როცა ნასა-ს მისიამ პირველად შენიშნა ე.წ. ქვების წვიმა სატურნზე.

მეცნიერების გამოთვლებით, ქვების წვიმა სატურნზე დაახლოებით სამას მილიონ წელს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ეს პროცესი დაჩქარდა - ბოლო გამოთვლებით, ეს პროცესი ას მილიონ წელიწადს გაგრძელდება.

 


close დახურვა