საფრანგეთის ეროვნული ორკესტრის წევრებმა კარანტინში მყოფ მუსიკის მოყვარულებს კონცერტი ჩაუტარეს. მუსიკოსებმა საკონცერტო დარბაზის ნაცვლად საკუთარ პარტიებს სახლის პირობებში ასრულებენ.
იმისთვის, რომ ვიდეო იუთუბის გარდა სოციალურ მედიაშიც გამოექვეყნებინათ, მუსიკოსებმა მორის რაველის "ბოლერო" 15 წუთიდან 4 წუთამდე შეამცირეს.
საფრანგეთის ეროვნული ორკესტრის წევრები აცხადებენ, რომ მუსიკა კარანტინში მყოფი მილიონობით ადამიანისთვის ერთგვარი თერაპიაა, და გარდა ამისა მათთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მსმენელის გარეშე ორკესტრი ვერ იარსებებს.