საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს შენობას აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს. ამ გზით გამოხატეს მათ პროტესტი პანდემიის დროს ქვეყნის ხელისუფლების უმოქმედობის მიმართ.
დემონსტრანტების თქმით, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, ათასობით ადამიანის სიკვდილზე კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
მედიკოსებმა მასშტაბური აქციები საფრანგეთის ქალაქებში რამდენიმე დღის წინ მოაწყვეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ.