logo
ENG



საფრანგეთმა საზღვრის გახსნა შესაძლოა გადადოს

04 ივნ 202013:16
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთი საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას 15 ივნისამდე ვითარების შეფასების შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველად ჩავიდა იტალიაში და თავს იტალიელ კოლეგას შეხვდა.

ჟან-ივ ლედრიანის თქმით, ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მსგავსად საფრანგეთიც 15 ივნისიდან აპირებს მიმოსვლის აღდგენას, მაგრამ მანამდე ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ  ვითარებას შეაფასებს. იტალიამ საზღვრები გუშინ გახსნა და რეგიონებს შორის სრულყოფილი მიმოსვლაც აღადგინა.

 

 


close დახურვა