კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო დღეს საფრანგეთში.
მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლებიდან 100 კილომეტრის რადიუსში გადაადგილებისთვის სპეციალური ნებართვა აღარ დასჭირდებათ. გაიხსნება მაღაზიები და ბიბლიოთეკები. განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში, სადაც დასწრება ნებაყოფლობითი იქნება.
აღსაზრდელებს მიიღებენ ასევე საბავშვო ბაღებიც. დასაშვები გახდა ათამდე პირის შეკრება, თუმცა კვლავ ძალაში რჩება მკაცრი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა.
ბოლო 1 დღის განმავლობაში კორონავირუსს საფრანგეთში 70 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 26-ს ათასს გადააჭარბა.