logo
ENG



საფრანგეთში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა 11 მაისიდან იგეგმება

28 აპრ 202016:39
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის დროს დაღუპულ მედიკოსებს პატივი მიაგებეს. წუთიერი დუმილი, რომელსაც პრემიერი ჯონსონი ადმინისტრაციიდან უძღვებოდა, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. ვირუსს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს 100-ზე მეტი თანამშრომელი ემსხვერპლა.

დღეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის მომავალ სამოქმედო გეგმას წარუდგენს. მკაცრი ზომების შემსუბუქების პროგრამის  პრეზენტაციის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში დებატები და კენჭისყრა გაიმართება. შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ოფიციალური პარიზი 11 მაისიდან აპირებს. კარანტინის ზომების შემსუბუქების ახალ გზებს დაასახელებს დღეს ესპანეთიც, სადაც კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა უკვე 23 ათასს 800-ს გადააჭარბა. ავსტრიაში ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლოქდაუნი 1 მაისს დასრულდება.

 


close დახურვა