დღეს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კიევს 100-მდე ფრანგული წარმოების Rafale-ის ტიპის ავიაგამანადგურებლისა და სხვა აღჭურვილობის შეძენის საშუალებას მისცემს.
ცნობილია, რომ გარიგება ასევე ეხება ახალი თაობის SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარების სისტემებსა და დრონებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით დოკუმენტში გაწერილი პირობების განხორციელება, დაახლოებით, 10 წლის ვადით იგეგმება.
"მადლიერი ვარ საფრანგეთის, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მთელი ფრანგი ხალხის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
