logo
ENG



საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერები EU-ს ვაქცინის მიღებაში დახმარებას სთხოვენ

31 მაი 202116:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/31/5bfaxzhurwstsvz.jpg

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერმინისტრებმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართეს, ისინი ევროკავშირს ვაქცინების მიღებაში მხარდაჭერას სთხოვენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრები ხაზს უსვამენ პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის მიერ პარტნიორი ქვეყნებისადმი გაწეულ მყისიერ დახმარებას კოვიდ-19-თან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში, რაც პანდემიამ გამოიწვია.

"წერილში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე ეტაპზე, პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერმინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი "ვაქცინების გაზიარების მექანიზმი" გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერები გამოთქვამენ მზაობას, გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით.


close დახურვა