logo
ENG



საქართველოს ელჩმა საფრანგეთში წაშალა სტატუსი, სადაც ევროპის მნიშვნელობაზე წერდა

08 მარ 202316:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/9m68b0h19y59tjh.jpg

საქართველოს ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა წაშალა ფეისბუქზე სტატუსი, სადაც ევროპის მნიშვნელობაზე და საქართველოს ევროპულ გზაზე საუბრობდა.

ელჩი წერდა:

"ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.

წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე".

 

 


close დახურვა