logo
ENG



საქართველოს პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართა

18 ნოე 201912:41
3 წუთის საკითხავი
 
gmlm8qkov4fqbmc.jpg

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. წერილში ყურადღება ასევე გამახვილებულია ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევაზე.

ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს", – ნათქვამია წერილში.

 


close დახურვა