საქართველოში ბრიტანული ვაქცინის ასტრაზენეკას 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინები იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვინც პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, მეორე დოზით ვაქცინაცია 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
ასტრაზენეკათი ვაქცინაციაზე რეგისტრაცია გუშინ, 5 აპრილს დაიწყო.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში შესაძლებელია ასტრაზენეკათი, სინოფარმით და ფაიზერით აცრა.