logo
ENG



საქართველოში გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში სახ.დეპის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფი ჩამოდის

15 იან 202408:52
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოსა და სომხეთს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფი ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისში ამბობენ, რომ ვიზიტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე სამუშაოებისა და გამოწვევების განხილვას შეეხება. ვიზიტის მიზანი კი ასევე არის, განისაზღვროს შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.

რიჩარდ ნეფი საქართველოში ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოების მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

რიჩარდ ნეფის ვიზიტი საქართველოში 15-18 იანვარსაა დაგეგმილი.


close დახურვა