საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოსტზე ბეტინა ბუღანი დაინიშნა, რომელიც სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბეტინა ბუღანი საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება აქვს, კერძოდ, ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა როგორც გაერო-ში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბეტინა ბუღანი თანამდებობაზე დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.