logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი წლისთავზე იმყოფებოდა

19 მარ 202015:31
3 წუთის საკითხავი
 
5mj28fib4q75ruj.png

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსით 2 დაინფიცირებულებიდან ერთ-ერთი წლისთავზე იმყოფებოდა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წლისთავზე მყოფი ხალხის მონიტორინგი.

„როგორც ცნობილია, რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით.

ჯამში, საქართველოში, კორონავირუსი 40 პირს დაუდასტურდა. აქედან, 1 მათგანი გამოჯანმრთელდა და გაწერეს კლინიკიდან.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა