logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

18 აპრ 202022:52
3 წუთის საკითხავი
 
1nrn4etvna40m30.jpg

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა - 70 წელს გადაცილებული ქალი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

„პაციენტი 73 წლის ქალბატონი იყო, უმძიმესი პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, თანდართული დაავადებებით - გულის ქრონიკული უკმარისობა, დიაბეტი, გაცხიმოვნება. ეს იმდენად რთული დაავადებებია, რომ მდგომაროება დაამძიმა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მიეკუთვნებოდა ქობულეთის კლასტერს, 13-დან იყო მართვით სუნთქვაზე", - ამბობს მედალფას დირექტორი.

ჯამში საქართველოში პანდემიას უკვე 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 388-ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 86 ადამიანია გამოჯანმრთელებული.


close დახურვა