logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა

01 ნოე 202011:06
3 წუთის საკითხავი
 
woa4yf0wz9ln34b.jpg

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ჯამში ქვეყანაში ვირუსისგან 335 ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა განაწილება ასეთია: თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 38 936 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 22 691.


close დახურვა