საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვალების 2 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ერთი კი, იმერეთში.
რაც შეეხება დანარჩენ გარდაცვლილებს, ენდელაძემ თქვა, რომ ჯერჯერობით მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან განიკურნა 208 პაციენტი.
ჯამში კორონავირუსი 11 794 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 6 327 გამოჯანმრთელდა, 85 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1393 პაციენტი კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული.