logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

25 სექ 202011:25
3 წუთის საკითხავი
clock 1196
4yraa0y35m9okve.jpeg

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 54 წლის პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს შეიყვანეს, მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. 

"პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 25 სექტემბერს გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.

დღეს, 25 სექტემბერს, კორონავირუსის 265 შემთხვევა გამოვლინდა, 54 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 9 318 ტესტი ჩატარდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.


close დახურვა