![g80dvyv0ksmh6fh.jpg](/uploads_script3/news/g80dvyv0ksmh6fh.jpg)
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოროანვირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახლა კლინიკაში ვირუსით დაინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 11 პაციენტი.
გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.