საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან იყო, ხოლო ბიძგების სიმძლავრემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა.
"დღეს, თბილისის დროით 15:50 საათზე, დაბა ჯავასთან მოხდა 3.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.