logo
ENG



საქართველო-ლუქსემბურგი - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალი

21 მარ 202420:14
3 წუთის საკითხავი
 

ერთი საათი რჩება საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე. დინამო არენაზე გულშემატკივარი უკვე იკრიბება, ნაწილი სტადიონზე მსვლელობით მივიდა. ყველა ბილეთი გაყიდულია. საქართველო-ლუქსემბურგის თამაშზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში. მატჩში არ მონაწილეობს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, მიზეზი ყვითელი ბარათის ლიმიტის გადაჭარბებაა, რის გამოც ქომაგები ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებდნენ. მატჩის დაწყება დღეს გამორჩეული იქნება, გულშემატკივრის წინაშე UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საჩემპიონო ქამრით გამოვა. 

 


close დახურვა