logo
ENG



საქართველო "კადიროვშინას" იმპორტი - დროება

11 ივნ 202320:15
3 წუთის საკითხავი
 

ლავროვის ოჯახის საქართველოში დროსტარების კომენტირებისას მმართველი პარტიის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ქალბატონმა დროების და ფორმულას ეთერში ასეთი რამ განაცხადა - "მთელი რუსეთი აქ არის და ლავროვის შვილმა რა დაგვიშავაო?!" - ვაღიაროთ, რომ ეს ქალბატონი მართლაც გულწრფელი იყო. თუ მის ლოგიკას გავყვებით, ლავროვის ოჯახს სხვა ოჯახებიც უნდა მოყვნენ - მაგალითად პუტინთან ერთად მსოფლიო კეთროვანის კადიროვის. მის ოპოზიციად მონათლული ვითომ ბიზნესმენები შავი ჯიპებით თუ დაგრიალებდნენ თბილისის და ბათუმის ქუჩებში, კადიროვმა რა დააშავა? ჩვენი ხელისუფლება კადიროვის მენტალობასთან ყველაზე ახლოს არის. რასაც კადიროვი მის მიერ ტერორით დამონებულ ჩეჩნეთში შვება თავის მასშტაბებში, ტრი-ტრი პრემიერმა პრემიერობამდე გააკეთა. გავრილოვის და ლავროვების შემდეგ ოცნება ახლა კადიროველების ესკორტად იქცა. დროების რესპონდენტი, იმასაც ჰყვება რომ არ არის გამორიცხული გროზნოში საქართველოს და რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნების შეხვედრაც გამართულიყო. დროება საქართველოში კადიროვშინას ექსპორტის შესახებ.


close დახურვა