საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისში სულადობის მიხედვით საარსებო მინიმუმი გამოქვეყნა.
კერძოდ, ივლისში ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმმა 162.6 ლარი შეადგინა; ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 260.1 ლარია;
სამსულიანის - 292.6 ლარი; ოთხსულიანის - 325.1 ლარი; ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია - 365.7 ლარი; ექვსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 432.4 ლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ შარშან ივლისში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 313.9 ლარი იყო.