საჩხერეში, კარანტინში მყოფი მოქალაქეები სასტუმროს რამდენიმე საათში დატოვებენ. ამ დროისთვის ადგილზე ჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან 26 იმყოფება, ნაწილი კი თვითიზოლაციაში, საკუთარ ბინებში რამდენიმე დღის წინ გაეწერა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
"რეგულარულად ხდებოდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. მათ რაიმე სიმპტომი ამ ორი კვირის განმავლობაში არ ჰქონიათ. დღეს უკვე ამოიწურა 2-კვირიანი საკარანტინო ვადა და ისინი დატოვებენ ზონას", - აღნიშნავს მიხეილ ქამუშაძე.