logo
ENG



საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში ჩინეთიდან ჩამოყვანილი 31 მოქალაქე რჩება

28 თებ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, სამმა მოქალაქემ სასტუმრო ჯანდაცვის წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ექიმის თქმით, წასვლის სურვილი მოქალაქეებმა გამოთქვეს, შემოწმდა რამდენად სათანადოდ იყო იზოლირებული მათი ბინა და  ამის შემდეგ დატოვეს სასტუმრო. რაც შეეხება 31 მოქალაქეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

„სასტუმრო დატოვა სამმა ადამიანმა, რომლის საცხოვრებელი პირობები შემოწმებული იქნა დაავადებათა კონტროლის მიერ და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა, ამ სამი პაციენტის თვითიზოლაცია, ორი ცოლ-ქმარი გადაყვანილი იქნა მცხეთაში და ერთი თბილისში. 31 ჩვენთან არის, რაიმე საეჭვო სიმპრომატიკა ჯერჯერობით არ აღენიშნებათ. სხვა მოქალაქეების მიღებაზე ინფორმაცია არ მაქვს, ისინი სასტუმროს დატოვებენ 14 დღის გასვლის შემდეგ“,-განაცხადა მაია ხელაძემ.


close დახურვა