logo
ENG



საწვავის ფასის ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე 20 პირი დააკავეს

27 მარ 202219:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/27/5rj4ch2e670dpkq.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში საწვავის ფასის ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე 20 პირი დააკავეს.

უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

დღეს, 27 მარტს თბილისში საწვავის ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

  • აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას; 
  • დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას; 
  • ხელოვნური მონოპოლიების დაშლას.

მათი თქმით, ეს საწვავის ფასს 80-90 თეთრით შეამცირებს. 

აქცია თავდაპირველად მსვლელობით დაიწყო, მოგვიანებით კი მათ რამდენიმე ლოკაცია გადაკეტეს. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდაცველებს შორის.


close დახურვა