ქართული ოცნება, რომელიც მხარდაჭერას სულ უფრო კარგავს, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე ახერხებს ივანიშვილის მოსასმენად ხალხის მიყვანას. ეს ბათუმში გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა. სრულიად ცხადი იყო, რომ აკვარიუმიდან მოლაპარაკე ოლიგარქთან საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეები იმყოფებოდნენ, მაგრამ არც მათ ეტყობოდათ მოტივაცია. ხალხმა მალევე დაიწყო ტერიტორიის დატოვება.