logo
ENG



სახელმწიფო ტენდერი, როგორც ხელისუფლების ერთგულთა გამდიდრების იოლი გზა

09 მაი 202021:11
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ტენდერები გამდიდრების იოლი გზა არის - თუ ხელისუფლებასთან მეგობრობ, ან თავად ხარ ხელისუფალი. ალბათ გაგიგიათ ან თქვენ გარშემო იქნება ერთი ადამიანი მაინც, ვინც სახელმწიფო ტენდერში თამაშის წესების სრული დარღვევით დამარცხდა და გაიმარჯვა კომპანიამ, რომელსაც ან გამოცდილება არ აქვს, ან წინა დღეს დაარსდა ან პირდაპირ კავშირშია ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან.

ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატია. მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში მის კომპანიებს ნახევარ მილიონამდე ლარის ტენდერი აქვთ მოგებული.  

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გაიზარდა მისი ქონებაც და მიუხედავად იმისა, რომ მას კანონი მსგავს საქმიანობას უკრძალავს ეს დეპუტატისთვის გაჩერების მიზეზი არ არის.


close დახურვა