logo
ENG



სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

28 ივლ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კახეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა, რა დროსაც დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას - 7 303 ლარს. მათივე ცნობით, გამოძიების პროცესში ბრალდებულმა სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა